среда, 22 октября 2008 г.

იცით თუ არა რომ… ანუ საინტერესო ფაქტები :) I ნაწილი



  • მსოფლიოში პირველი სავაჭრო მარკა იყო Bass Pale Ale (1876) - ბრიტანული ლუდი
  • პირველად კარტით სპარსეთსა და ინდოეთში თამაშობდნენ. იმ დროს დასტა შედგებოდა 48 კარტისაგან
  • არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენეს, რომ ჩვ.წ.აღ.-მდე 5000 წლის წინ ბავშვების სათამაშო ეგვიპტეში მკვდარი ზღარბები იყო
  • მე-16 საუკუნემდე კბილების საწმენდად შარდი გამოიყენებოდა
  • ინდოეთის ზოგიერთ ღარიბ უბანში დღემდე არ არის ხმარებაში ტუალეტის ქაღალდი. მის მაგივრად მარცხენა ხელს იყენებენ
  • პირველად საპონი მოხსენიებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში. იგი მოიხმარებოდა წებოვანი ტაბლეტების სახით.
  • ნაპოლეონი დაიბადა კუნძულ კორსიკაზე ფრანგების მიერ ამ კუნძულის დაპყრობიდან ერთ წელიწადში. მას ბავშვობაში სძულდა ფრანგები.
  • ალბათ ყველას გინახავთ მულტფილმი პოკაჰონტასი. მისი გმირები რეალური პირები არიან. 1613 წელს ჯონ როლფი მართლაც დაქორწინდა წითელკანიანთა პრინცესა პოკაჰონტასზე!
  • პირველი ჩანაწერი ლოხ ნესის ურჩხულზე გვხვდება 565 წელს , იგი დაცულია შოტლანდიის მთავრობის მიერ, რადგან მისი საშუალებით, შოტლანდიური ტურიზმი წელიწადში 40 მლნ ფუნტს იღებს
  • პირველი ”ცათამბრჯენი” ანუ იმ დროს ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში აშენდა ჩიკაგოში 1885 წელს. შენობა იყო 10 სართულიანი. მანამდე მაქსიმუმ 8 სართულიან შენობებს აგებდნენ
  • ძველ დროში, ბიჭები ასოცირდებოდნენ ცისფერ ფერთან, რადგან ცისფერი ზეცის ფერი, ანუ სიწმინდის განსახიერება იყო, ბიჭები კი ოჯახის მთავარი ღირსება და დასაყრდენები იყვნენ. რაც შეეხება გოგონებს, ისინი ასოცირდებოდნენ შავ ფერთან (თავიდანვე გვჩაგრავდნენ ) მანამ, სანამ შუა საუკუნეებში ვარდისფერი არ წამოიწია წინა პლანზე
  • თუ მილიონ ცალ ერთ დოლარიანს დადებ ერთმანეთზე, მისი სიმაღლე იქნება 110 მ. და წონა - 1 ტონა
  • მსოფლიოში განათლებაზე წლიურად 80 მლრდ დოლარი იხარჯება
    დიეტურ საკვებში კი 50 მლრდ დოლარი იხარჯება :))
  • ფულის კუპიურა არ მზადდება ქაღალდისაგან - იგი სპეციალურად გადამუშავებული ბამბისაგან კეთდება. ყველაზე ძვირადღირებული ქაღალდი კი საქონლის ნაკელისაგან მზადდება
  • პირველი საკრედიტო ბარათი ამერიკან ექსპრესმა გამოუშვა 1951 წელს. გამოუშვეს 200 ბარათი და მათი გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ ნიუ იორკის 27 რესტორანში
    თავად კრედიტის აღება კი 3000 წლის წინ დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა ასირიაში, ბაბილონსა და ეგვიპტეში
  • პირველად თავისი საქონელი, ავეჯი, კრედიტში გაყიდა კრისტოფერ ტორნტონმა 1733 წელს. გადახდა ხდებოდა ყოველკვირეულად  
  • თავად სიტყვა კრედიტი კი ლათინურიდან მოდის და ნდობას ნიშნავს
  • $-ამ ნიშნის დიზაინი ეკუთვნის ოლივერ პოლლოკს (1788)


воскресенье, 19 октября 2008 г.

მისალმება


მოგესალმებით ჩემს გასართობ ბლოგში. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საინტერესო და სახალისო ინფორმაციები.